ისრაელი
ვიკიპედიიდან
სტატია ეხება თანამედროვე სახელმწიფოს "ისრაელს". ძველი ებრაული სახელმწიფოსთვის იხილეთ: ისრაელის სამეფო |
ისრაელი |
|
ისრაელის დროშა | ისრაელის გერბი |
ფართობი: 20 770 კმ² |
|
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ისრაელის სახელმწიფო.
- ეროვნული: ივრითი - ישראל, Medinat Yisrael; არაბული - إسرائيل, Daulat Israil.
- ეტიმოლოგია: ”ისრაელი” ძველებრაულად “ღმერთთან შეჭიდებულს” ნიშნავს.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ლიბანი, სირია, იორდანია, ეგვიპტე.
- ფართობი - 20.800 კვ.კმ, მათ შორის პალესტინის არაბული სახელმწიფოსათვის გაეროს მიერ გამოყოფილი ტერიტორია - 6.220 კმ² (ღაზას სექტორი და დასავლეთი იორდანი);
- ბუნება: მთები - გალილეის მთიანეთი; უმაღლესი მწვერვალი - მერონი 1,208 მ; მდინარე - იორდანი; ტბები - მკვდარი ზღვა, კინერეტი (იგივე გალილეის).
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სიმბოლოები: ისრაელის დროშა - წარმოადგენს თეთრ ტილოს, რომელსაც ზედა და ქვედა მხარეს ორი ლურჯი ზოლი გასდევს. დროშის ცენტრში გამოსახულია დავითის ექვსქიმიანი ვარსკვლავი. ისრაელის გერბი - წარმოადგენს “ფრანგული” ფორმის ფარს, რომლის ცენტრში გამოსახულია მენორა - შვიდსანთლიანი შანდალი.
- სახელმწიფო სისტემა - დემოკრატიული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი შიმონ პერესი (2007).
- მთავრობის მეთაური - პრემიერ–მინისტრი ეჰუდ ოლმერტი (2006).
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (ქნესეთი, 120 წევრი).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 6 876 000 (2005), მათ შორის 80,1% ებრაელები, 17,0% პალესტინელი არაბი. ებრაელთა 32% ევროპულ-ამერიკული წარმოშობისაა, 15% აფრიკული, 13% აზიური, ხოლო 21% აბორიგენია.
- სახელმწიფო ენები - ებრაული და არაბული.
- რელიგია - იუდაიზმი, ისლამი.
- დედაქალაქი - იერუსალიმი (695 ათასი).
- ქალაქები - თელ-ავივი (365, აგლ. 2,960 ათასი), ჰაიფა (280, აგლ. 1,007 ათასი), რიშონ ლე-ციონი (220), აშდოდი (198), ბეერ-შევა (187).
[რედაქტირება] ეკონომიკა
- რესურსები - საშენი ხე-ტყე, სპილენძის მადანი, ბუნებრივი აირი, ფოსფატი, თიხა, სილა.
- სახელმწიფო ბიუჯეტი - 38,500 მლნ $ (1999).
- ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 154.174 მლრდ $(2005), ერთ სულ მოსახლეზე - 15.920 $.
- ექსპორტი - ხილ-ბოსტნეული, ნავთობპროდუქტები, ქიმიკატები, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, სასუქები.
- ვალუტა - ახალი შეკელი (ILS).
[რედაქტირება] ისტორია
ისრაელის სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია:
- 1948 - ისრაელის სახელმწიფოს გამოცხადება;
- 1948-49 - ომი დამოუკიდებლობისათვის, დასავლეთ იერუსალიმის შეერთება;
- 1948-52 - ხაიმ ვაიცმანი, ისრაელის პირველი პრეზიდენტი;
- 1949-53 - დავიდ ბენ-გურიონი, ისრაელის პირველი პრემიერი;
- 1949 - ისრაელის მიღება გაეროში;
- 1956 - სინაის კამპანია და ლიბანის კრიზისი;
- 1967 - ექვსდღიანი ომი, აღმოსავლეთ იერუსალიმისა და სხვა ტერიტორიების შეერთება;
- 1968-71 - ახალი ებრაულ-არაბული კონფლიქტი;
- 1973 - ომი სირია-ეგვიპტესთან;
- 1978 - კემპ-დევიდის შეთანხმება, ეგვიპტესთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა;
- 1982 - ოპერაცია "შლომ- ა-გალილ", პალესტინელთა სამხედრო ბაზების განადგურება ლიბანის სამხრეთში;
- 1994 - პალესტინელ არაბთა ავტონომიის შექმნა ღაზასა და იერიქონში.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- იერუსალიმი - ძველი ქალაქი, იაფოს და შხემის კარები, გოდების კედელი, კლდის გუმბათი - მეჩეთი ალ-აქსა, უფლის საფლავის ტაძარი, ვია დოლოროზა, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი;,
- ქრისტიანული ადგილები - ნაზარეთი, კაპერნაუმი;
- იერიქონი - სინაგოგა (VI ს.), ხალიფების სასახლე (VIII ს.);
- მკვდარი ზღვა - (მასადის ციხე-სიმაგრე).
ავღანეთი · აზერბაიჯანი1 · არაბეთის საემიროები · აღმ. ტიმორი4 · ბაჰრეინი · ბანგლადეში · ბჰუტანი · ბრუნეი · კვიპროსი · ეგვიპტე3 · ერაყი · ვიეტნამი · თურქეთი1 · თურქმენეთი · ინდოეთი · ინდონეზია4 · ირანი · ისრაელი · იაპონია · იემენი3 იორდანია · კამბოჯა · კატარი · ჩრდ. კორეა · სამხ. კორეა · ლაოსი · ლიბანი · მალაიზია · მალდივის კუნძულები · მონღოლეთი · მიანმარი · ნეპალი · ომანი · პაკისტანი · რუსეთი1 · საუდის არაბეთი · საქართველო1 · სინგაპური · სირია · სომხეთი · ტაივანი2 · ტაილანდი · ტაჯიკეთი · უზბეკეთი · ფილიპინები · შრი-ლანკა · ჩინეთი · ქუვეითი · ყაზახეთი1 · ყირგიზეთი
დამოკიდებული და სხვა ტერიტორიებისთვის, იხ. დამოკიდებული ტერიტორია და არცნობილი ქვეყნების სია.
1 ნაწილობრივ ევროპაშია. 2 ტაივანი ოფიციალურად არ არის ცნობილი გაეროს მიერ; იხ. ტაივანის პოლიტიკური სტატუსი.
3 ნაწილობრივ აფრიკაშია. 4 ნაწილობრივ ან მთლიანად ეკუთვნის ოკეანიას.