სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება
ვიკიპედიიდან
ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში შესაბამისი შიდა ბმულების მითითებით. ამოიღეთ ეს თარგი სტატიის გამართვის შემდეგ. |
დაარსებულია: | 19** |
---|---|
ადგილი: | თბილისი |
დამაარსებელი: | კოსტავა, მერაბ |
თავმჯდომარე: | ზვიად განსახურდია |
საზოგადოებრივი ორგანიზაცია: | უზენაესი საბჭო მმართველი პარტია |
სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება - პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების გაერთიანების, - "მრგვალი მაგიდის" ერთ-ერთი ორგანიზაცია, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ერთ-ერთი მმართველი პარტია (საქართველოს ჰელსინკის კავშირთან და გაერთიანებაში შემავალ რამდენიმე სხვა ორგანიზაციასთან ერთად). შეიქმნა 1988 წელს, მერაბ კოსტავას (1939-1989) და ზვიად გამსახურდიას (1939-1993) თაოსნობით. "მრგვალი მაგიდის" სხვა ორგანიზაციებთან ერთად (საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო") გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ მრავალპარტიულ, დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებში. წევრებით წარმოდგენილია უზენაეს საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტში.
წმინდა ილია მართლის საზოგადოება შედარებით მცირერიცხვოვანი, მაგრამ ერთ-ერთი უძლიერესი და უმდგრადესი ორგანიზაციაა ეროვნულ მოძრაობაში. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის კრიმინალური სამხედრო გადატრიალების შემდეგ (რომელიც შეფასებული იქნა, როგორც კომუნისტური პარტ-ნომენკლატურის ბინძური რევანში), 1992-2003 წლებში, ორგანიზაცია აქტიურად, პოლიტიკური (მშვიდობიანი) მეთოდებით იღვწოდა საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად. ამ დროის მანძილზე შევარდნაძის რეჟიმის მიერ რეპრესირებულ იქნა საზოგადოების მრავალი წევრი, რომელთაგან ბევრი იყო პოლიტიკური პატიმარი. ორგანიზაციის არაერთი წევრი ნაწამები და მოკლულია.
ემიგრაციაში სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების ინგლისურენოვანი ვებ საიტი "შავლეგო" მოქმედებს 1996 წლიდან და არსებითი როლი შეასრულა საქართველოში კრიმინალური სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სიმართლის გავრცელებაში.
ამჟამად საქართველოში და საზღვარგარეთ მოქმედებს საზოგადოების რამდენიმე ფრაქცია, რომელთაც ცალკეული განსხვავების მიუხედავად საერთო ძირითადი, შეურიგებელი პოლიტიკური პოზიცია გააჩნიათ - რაც გამოიხატება 1991 წელს არჩეული (ზ.გამსახურდიას) ხელისუფლების ყველა შტოს საქართველოს ერთად-ერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებაში.