ულე-ეინარ ბიორნდალენი
ვიკიპედიიდან
პირადი მონაცემები | ||
---|---|---|
დაბ. თარიღი | 27 იანვარი, 1974 | |
დაბ. ადგილი | დრამენი, ნორვეგია | |
მეტსახელი | დიდებული და საშინელი | |
ეროვ. ნაკრები | ნორვეგია |
ულე-ეინარ ბიორნდალენი (ნორვ. Ole Einar Bjørndalen) (დ. 27 იანვარი 1974, დრამენი, ნორვეგია) - ნორვეგიელი სპორტსმენი. დღეისათვის ნორვეგიაშიც და მსოფლიოშიც ერთ-ერთი საუკეთესო ბიატლონელი. ზამთრის ოლიმპიური თამაშებიის 5 გზის ჩემპიონი,ასევე 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მფლობელი.,10 გზის მსოფლიოს ჩემპიონი და 18 გზის პრიზიორი, 4 გზის მსოფლიოს თასის მფლობელი.11 მარტისთვის მოგებული აქვს 81 რბოლა,მსოფლიოში მეორე შედეგია,შვედი სამთომოთხილამურე ინგემარკ სტენმარკის შემდეგ,რომელიც 86 რბოლის გამარჯვებულია
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ულე-ეინარ ბიორნდალენი დაიბადა ნორვეგიაში ქალაქ დრამენში. იზრდებოდა ქალაქ სიმოსტრანდაში. ამჟამად იგი ცხოვრობს ავსტრიის დასახლება ობერტილიახში. იგი ბავშვობიდანვე დიდი წარმატებით იდგა თხილამურებზე. მან პირველად ევროპის თასზე 1992-1993 წლის სეზონში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 1994 წელს ულე-ეინარი უკვე ოლიმპიადაზე გამოვიდა ლილეჰამერში, მაგრამ გამოუცდელობის გამო მან მაღალი ადგილების დაკავება ვერ შესძლო. მისი პირველი წარმატება იყო 1994-1995 წლების სეზონში როდესაც მსოფლიო თასზე გენერალურ კლასიფიკაციაში მე-4 ადგილი დაიკავა. 1998 წელს მან თავისი პირველი მედალი აიღო ოლიმპიურ თამაშებზე და მოიგო მსოფლიო თასი.