ფასანაური
ვიკიპედიიდან
ფასანაური - დაბა დუშეთის რაიონში. მდებარეობს მდინარეების მთიულეთის და გუდამაყრის არაგვის შესაყართან, საქართველოს სამხედრო გზაზე (ზღვის დონიდან 1050 მ, დუშეთიდან 47 კმ). დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს. მოსახლეობა 1.6 ათასი (2002). ფასანაური ტურიზმის ერთ-ერთი კერაა, მიმდებარე რაიონში არქიტექტურისა და კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლებია.