ვიკიპედიიდან
ტერმინს "შავარდენი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: შავარდენი |
შავარდენი |
|
მეცნიერული კლასიფიკაცია |
|
ლათინური სახელი |
Falco |
[{{fullurl:wikispecies:{{{ვიკისახეობები}}}|uselang=ka}} სისტემატიკა
ვიკისახეობებში]
|
[{{fullurl:commons:{{{commons}}}|uselang=ka}} სურათები
ვიკისაწყობში]
|
|
|
შავარდენი (Falco), ფრინველთა გვარი შავარდნისნაირთა რიგისა. ახასიათებს თითქმის კოსმოპოლიტური გავრცელება (არ არის ანტარქტიკაში). ზედა ნისკარტზე აქვს ბასრი კბილაკი. შავარდენის ფრთები გრძელი და ვიწროა, შებუმბლვა მჭიდრო. სხეულის სიგრძე 21-50 სმ აღწევს. ბუდეს არ იშენებს - კვერცხებს (3-4 ცალი) დებს კლდის ნაპრალებში, ნიადაგზე, სხვა ფრინველების მიტოვებულ ბუდეებში. ინკუბაცია გრძელდება 1 თვემდე, კრუხობს დედალი. უმრავლესობა ბუდობის პერიოდის გარდა ნომადობს კიდეც. ამჟამად გვარში გაერთიანებულია ყოფილი დამოუკიდებელი გვარები:Aesalon, Cerchneis, Erythropas, Hypotrirorchis, Harpe. Ieracidea და სხვა. იკვებებიან წვრილ-წვრილი ძუძუმწოვრებით, ფრინველებით და მწერებით (რომლებსაც ჰაერში იჭერენ), ქვეწარმავლებით. მსხვილ შავარდენს (შავარდენი, სონღული) ბაზებად იყენებდნენ. გვარში 36 სახეობაა, მათ შორის საქართველოში გვხვდება 7: ველისა და ჩვეულებრივი კირკიტები, ალალი, თვალშავი, მარჯანი, ბარი, შავარდენი; ბოლო ორი შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში".