შორაპანი
ვიკიპედიიდან
შორაპანი - დაბა ზესტაფონის რაიონში. მდებარეობს იმერეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების ყვირილისა და ძირულას ხეობაში (ზღვის დონიდან 170 მ, ზესტაფონიდან 5 კმ), თბილისი-ქუთაისის საავტომობილო და თბილისი-სამტრედიის სარკინიგზო ხაზზე. დაბის სტატუსი მიენიჭა 1938 წელს. მოსახლეობა 1.6 ათასი (2002). შორაპანი დასახლებულია ანტიკური ხანიდან. უძველესი წერილობითი ცნობა ეკუთვნის სტრაბონს (ძვ.წ. I - ახ.წ. I სს). ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით VIII ს-ის დასასრულს იგი არგვეთის საერისთავოს ცენტრს წარმოადგენდა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში იყო მცირე ქალაქი განვითარებული ვაჭრობით. შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - შორაპნის ციხე. დაბაში ფუნქციონირებდა ქარხანა “ელექტროელემენტი”, სხვა საწარმოები.