.cs
ვიკიპედიიდან
შემოღებულია: | დაახ. 1990 |
---|---|
დომენის ტიპი: | ზედა დონის ეროვნული დომენი |
სტატუსი: | გაუქმებული |
რეგისტრატორი: | — |
სპონსორი: | — |
დანიშნულება: | თავდაპირველად (გაუქმებამდე), ჩეხოსლოვაკიასთან, ხოლო მოგვიანებით სერბია და მონტენეგროსთან დაკავშირებული სხვადასხვა ობიექტი (იყო დაჯავშნული, მაგრამ არასოდეს გამოყენებულა). |
ფაქტობრივი გამოყენება: | გაუქმებამდე საკმაოდ ინტენსიურად გამოიყენებოდა ჩეხოსლოვაკიაში და ადგილი .cz-სა და .sk-ს დაუთმო. სერბია და მონტენეგროს არსებობის პერიოდში არასოდეს გამოყენებულა. |
შეზღუდვები რეგისტრაციისას: | — |
სტრუქტურა: | არ მოქმედებს |
დოკუმენტები: | |
დისპუტი: | — |
ვებ-გვერდი: | — |
.cs — ყოფილი ზედა დონის ეროვნული დომენი (ccTLD) ჩეხოსლოვაკიისთვის. რადგანაც ქვეყანა 1993 წელს ჩეხეთად და სლოვაკეთად დაიყო, ორმა ახალმა ქვეყანამ საკუთარი ეროვნული დომენი მიიღო: .cz და .sk შესაბამისად. .cs-ს გამოყენება თანდათანობით შეწყდა და 1995 წლის იანვრისთვის იგი საბოლოოდ გაუქმდა.