ვიკიპედიიდან
3 ივლისი არის გრიგორიანული კალენდრის 184-ე დღე (ნაკიან წლებში – 185-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 181 დღე.
- 324 : ადრიანოპოლისის ბრძოლაში კონსტანტინე I ლიცინიუსს ამარცხებს, რომელიც ბიზანტიიდან გაქცევით შველის თავს.
- 987 : ჰუგო კაპეტი საფრანგეთის მეფე ხდება, პირველი კაპეტთა დინასტიიდან, რომელიც საფრანგეთს მართავდა 1792 წლის საფრანგეთის რევოლუციამდე.
- 1250 : საფრანგეთის მეფე ლუი IX მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობისას ეგვიპტეში ბეიბერთა მამლუქების არმიამ შეიპყრო ფარისკურის ბრძოლაში. მას მოგვიანებით თავის გამოსყიდვა მოუხდა.
- 1754 : ფრანგების და ინდიელების ომი: ჯორჯ ვაშინგტონმა ფორტ-ნესესიტი ფრანგებს დაუთმო.
- 1778 : პრუსიამ ავსტრიას ომი გამოუცხადა.
- 1819 : აშშ-ში პირველი შემნახველი ბანკი გაიხსნა.
- 1848 : მონები გაათავისუფლეს დანიის ვესტ-ინდოეთში (ამჟამად აშშ-ის ვირჯინის კუნძულები).
- 1849 : ფრანგები რომში შევიდნენ რომის პაპი პიუს IX-ის დასაბრუნებლად.
- 1852 : აშშ-ის კონგრესმა ქვეყნის მეორე ზარაფხანა დააარსა სან-ფრანცისკოში, კალიფორნია.
- 1863 : აშშ-ის სამოქალაქო ომი - დასრულდა გეტისბურგის ბრძოლა.
- 1884 : დოუ ჯონსი აქციათა პირველ ინდექსს აქვეყნებს.
- 1890 : აიდაჰო გახდა აშშ-ს 43-ე შტატი.
- 1898 : ესპანეთის ფლოტი გაანადგურა აშშ-ის ძალებმა სანტიაგოსთან, კუბა, ესპანეთ-ამერიკის ომში.
- 1928 : პირველი ფერადი სატელევიზიო ტრანსლაცია განხორციელდა ლონდონში.
- 1936 : საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა საი (ГАИ).
- 1944 : მმო - საბჭოთა ძალებმა ნაცისტებისგან მინსკი გაათავისუფლეს ოპერაცია ბაგრატიონში.
- 1962 : სრულდება ალჟირის განმანთავისუფლებელი ომი საფრანგეთთან.
- 2004 : ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიხსნა მეტრო.
- 2005 : ესპანეთი დაკანონდა ერთი სქესის წყვილთა ქორწინებას.
- 2007 : განამ ახალი ვალუტა - განიური ცედი - შემოიღო.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები