ვიკიპედიიდან
8 სექტემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 251-ე დღე (ნაკიან წლებში – 252-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 114 დღე.
- 1331 : სტეფან დუსანი თავს სერბეთის მეფედ აცხადებს.
- 1380 : კულიკოვოს ბრძოლა - რუსები თათარ-მონღოლებს ამარცხებენ.
- 1449 : ტუმუს ციხის ბრძოლა - მონღოლები ჩინეთის იმპერატორს იპყრობენ.
- 1504 : მიქელანჯელოს "დავითი" წარედგინა საზოგადოებას ფლორენციაში.
- 1514 : ორშას ბრძოლა - საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ბრძოლაში ლიტველებისა და პოლონელების არმია რუსებს ანადგურებს.
- 1636 : დაარსდა ჰარვარდის უნივერსიტეტი.
- 1664 : ჰოლანდიური კოლონია ახალი ამსტერდამი ბრიტანელებს ჩაბარდა, რომელთაც მოგვიანებით მას ნიუ-იორკი დაარქვეს.
- 1755 : ფრანგებისა და ინდიელების ომი - ტბა ჯორჯის ბრძოლა.
- 1796 : ნაპოლეონის ომები - ბასანოს ბრძოლა - ფრანგები ბასანოსთან ავსტრიელების ჯარებს ამარცხებენ.
- 1831 : უილიამ IV დიდი ბრიტანეთის მეფედ აკურთხეს.
- 1926 : გერმანია ერთა ლიგის წევრი გახდა.
- 1930 : კომპანია 3M გამჭვირვალე სკოჩის ლენტის მარკეტინგს იწყებს.
- 1941 : მმო - ნაცისტების მიერ ლენინგრადის ალყა იწყება.
- 1945 : ცივი ომი - ერთი თვის წინ საბჭოთა ჯარების მიერ კორეის ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპაციის საპასუხოდ აშშ-ის ჯარები ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილს იკავებს.
- 1951 : სან-ფრანცისკოს ხელშეკრულება - 48 ქვეყანა სამშვიდობო ხელშეკრულებას აწერს ხელს იაპონიასთან სან-ფრანცისკოში, კალიფორნია, რითაც ფორმალურად სრულდება ომი წყნარ ოკეანეში.
- 1974 : უოტერგეიტის სკანდალი - აშშ-ის პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი უტევებს ყოფილ პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს ყველა დანაშაულს, რომელიც კი ნიქსონს შესაძლოა ამ თანამდებობაზე ჰქონოდა ჩადენილი.
- 1986 : ოპრა უინფრის პირველი შოუ გადის ეთერში.
- 1991 : მაკედონიის რესპუბლიკა დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 2000 : ალბანეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ხდება.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები: