აბაევი, ვასილ
ვიკიპედიიდან
ვასილ ივანეს ძე აბაევი (* 22 დეკემბერი, 1899/ 3 იანვარი, 1900, სოფ. კობი, ახლანდელი ყაზბეგის რაიონი, საქართველო - † ... მარტი, 2001, მოსკოვი, რუსეთი), საბჭოთა ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ფოლკლორისტი და ეთნოგრაფი. ეროვნებით ოსი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1969), ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მეცნიერების მოღვაწე (1957).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი (1925). მუშაობდა მოსკოვში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერებათა ინსტიტუტში. 1928-1930 მოღვაწეობდა თბილისში, სსრკ მეცნიერებათა აკადადემიის კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში, სამამულო ომის წლებში - სამხეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. აბაევის მთავარ შრომებს „ნართების ეპოსი“ (1945), „ოსური ენა და ფოლკლორი“ (1949), „ოსური ენის ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონი“ (ტ. 1-2, 1958-1973) დიდი მნიშვნელობა აქვს ირანულ ენათა კვლევისათვის, ქართულ-კავკასიური და ირანულ ენათა კონტაქტების შესწავლისათვის, აგრეთვე კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიის და ფოლკლორის საერთო ელემენტების კვლევის თვალსაზრისით. საყურადღებოა მისი "არმაზის ბილინგვის გარშემო" (საქართველოს სსრ. მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 1944, ტ. 5, № 8), «შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ ფოლკლორული საფუძვლის შესახებ» (Известия АН СССР, 1966, т. 25 в 4), «პოემა „ვეფხისტყაოსნის“ ირგვლივ» (თსუ შრომები, 1967, ტ. 118, სერია 6, რუს. ენაზე).