ასკანიური წმინდამატყლიანი ცხვარი
ვიკიპედიიდან
ასკანიური წმინდამატყლიანი ცხვარი, ცხვრის ჯიში. გამოყენებულია 1925 - 1934 საბჭოთა მეცნიერის მ. ივანოვის მიერ უკრაინის მეცხოველეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ("ასკანია-ნოვა"). ჯიში შეიქმნა "ასკანია-ნოვაში" მოშენებული მერინოსული ნერბის შეჯვარებით ამერიკულ რამბულიეს ერკემალთან. ასკანიური წმინდამატყლიანი ცხვარი მკვრივი კონსტიტუციისა და კარგი მოყვანილობისაა. გამოირჩევა მატყლისა და ხორცის მაღალი პროდუქტიულობით. ცოცხალი მასა. ერკემლისა 110 - 140 კგ, უდიდესი 180 კგ-მდე, ნერბისა - 60 - 70 კგ. მატყლი 64-ე ხარისხისაა. სირგძით 7 - 8 სმ, ნაპარსი: ერკემლისა 10 - 12 კგ. ნერბისა - 5,5 - 6 კგ. სუფთა მატყლის გამოსავალი 40 - 45%. ასკანიური წმინდამატყლიანი ცხვარს ეკუთვნის მატყლის ნაპარსის მსოფლიო რეკორდი - 30,6 კგ. ასკანიური წმინდამატყლიანი ცხვრის მოშენებას ძირითადად მისდევენ უკრაინასა და რუსეთის სამხრეთ რაიონებში.