აქსისის ძალები
ვიკიპედიიდან
აქსისის ძალები, ასევე ფაშისტური ქვეყნების ალიანსი იყო იმ ქვეყნების გაერთიანება, რომლებიც მოკავშირეთა წინააღმდეგ გამოდიოდნენ მეორე მსოფლიო ომში. სამი უდიდესი აქსისის ძალა იყო ნაცისტური გერმანია, იაპონიის იმპერია და ფაშისტური იტალია. ეს სამი ქვეყანა საკუთარ ალიანსს ”რომი-ბერლინი-ტოკიოს აქსისს” უწოდებდა. საკუთარი ძლიერების ზენიტში აქსისის ძალები მართავდნენ იმპერიებს, რომლებიც დომინირებდნენ ევროპის, აზიის, აფრიკისა და წყნარი ოკეანის დიდ ნაწილზე, მაგრამ მეორე მსოფლიო ომი მათი ტოტალური დამარცხებით დასრულდა. ისევე როგორც მოკავშირეების, აქსისის წევრობა ცვალებადი იყო – ზოგიერთი ქვეყანა თავდაპირველად მათ შეუერთდა, თუმცა ომის მსვლელობის პერიოდში მოკავშირეთა მხარეზე გადავიდა.