ახმატოვა, ანა
ვიკიპედიიდან
ანა ანდრიას ასული ახმატოვა (ქალიშვილობის გვარით გორენკო რუს. Горенко) (რუს. Анна Андреевна Ахматова), (* 11 ივნისი/23 ივნისი, 1889, ოდესა ― † 5 მარტი, 1966, დომოდედოვო, მოსკოვის ოლქი, დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში), რუსი პოეტი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ლექსების პირველი წიგნი "საღამო" გამოსცა 1912 წელს. დაკავშირებული იყო აკმეისტების ჯგუფთან. ახმატოვას რევოლუციამდელ ლირიკაში ჭარბობს სიმარტოვის, ნატიფ ესთეტიკურ და სატრფიალო განცდათა მოტივები. ლექსების წიგნებში "კრიალოსანი" (1914), "თეთრი გუნდი" (1917) მკვეთრად ვლინდება ინტიმურ-სასაუბრო ინტონაციები, ემოციური ლაკონიზმი და მხატვრულ სახეთა "საგნობრიობა", ამასთან იგრძნობა ხყალხური სასიმღრო მოტივებისა და რუსული კლასიკური ლირიკის ტრადიციების ზეგავლენა.