ბაკურიანის ანდეზიტი
ვიკიპედიიდან
ბაკურიანის ანდეზიტი - დაბა (1956 წლის 30 აპრილიდან) ბორჯომის რაიონში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბორჯომულას სათავეებში (ზღვის დონიდან 1800 მ, ბორჯომიდან 38 კმ, ბაკურიანიდან 8 კმ). დაბის სტატუსი მიენიჭა 1956 წელს. მოსახლეობა 0.5 ათასი (2002). დაბაში არის ანდეზიტის კარიერი, ანდეზიტის საფქვავი და სახერხი საამქროები, ასევე განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის ობიექტები. მის მახლობლადაა სამკურნალო მინერალური წყლები.