ბალკანეთის ნახევარკუნძული
ვიკიპედიიდან
ბალკანეთის ნახევარკუნძული, ნახევარკუნძული სამხრეთ ევროპაში. ფართობი დაახლოებით 505 ათასი კმ2. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 1260 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ - 950 კმ. დასავლეთით ეკვრის ადრიატიკისა და იონიის, აღმოსავლეთით - შავი, მარმარილოს და ეგეოსის ზღვები, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები. პირობითი სახმელეთო საზღვარია მდინარე დუნაისა და მდინარე სავის შესართავამდე, იქიდან კი - ტრიესტის ყურის წვერამდე.