გეოგრაფია
ვიკიპედიიდან
გეოგრაფია შეისწავლის დედამიწის გეოგრაფიულ გარემოს, მის სტრუქტურასა და დინამიკას, მისი კომპონენტების სივრცულ განაწილებას და ურთიერთზემოქმედებას.
გეოგრაფიის მთავარი მიზანია საზოგადოების გონივრული ტერიტორიული ორგანიზაციისა და ბუნებათსარგებლობის საშუალებების გამოკვლევა, საზოგადოების ეკოლოგიურად უსაფრთხო განვითარების სტრატეგიის ფუნდამენტის შექმნა. გეოგრაფიული კვლევის მნიშვნელოვანი ობიექტია ადამიანის და ბუნების ურთიერთგავლენა, გეოგრაფიული გარემოს კომპონენტების განაწილებისა და ურთიერგავლენის კანონები ლოკალურ, რეგიონულ, ეროვნულ, კონტინენტურ, ოკეანურ და გლობალურ დონეებზე.
სექციების სია |
[რედაქტირება] ეტიმოლოგია
ტერმინი გეოგრაფია ბერძნული წარმოშობისაა და "დედამიწის აღწერას" ნიშნავს: ge (γη) – "მიწა", graphein (γραφειν) – "აღწერა".
[რედაქტირება] გეოგრაფიული მეცნიერებები
კვლევის ობიექტების სირთულისა და მრავალფეროვნების გამო, გეოგრაფიულ მეცნიერებებს ყოფენ სპეციალიზებულ დისციპლინებად, სახელდობრ:
[რედაქტირება] გეოგრაფიის დარგები
ფიზიკური გეოგრაფია - სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფია - კარტოგრაფია - ტოპოგრაფია
[რედაქტირება] მეცნიერებათაშორისი გეოგრაფიული დისციპლინები
ანთროპოგეოგრაფია - ეთნოგეოგრაფია - ისტორიული გეოგრაფია - ლინგვისტური გეოგრაფია - სამედიცინო გეოგრაფია - მრეწველობის გეოგრაფია - სამხედრო გეოგრაფია - რეკრეაციული გეოგრაფია - ვეტერინარული გეოგრაფია
[რედაქტირება] გეოგრაფიის ისტორია
გეოგრაფია ერთ–ერთი უძველესი მეცნიერებაა. პირველი ცდები გეოგრაფიული მოვლენების მეცნიერულად ახსნისა მიეკუთვნება ძვ. წ. მე–6 საუკუნის ბერძენ ფილოსოფოსებს, ე.წ. მილეთის სკოლის წარმომადგენლებს: თალესს, ანაქსიმანდრეს და სხვებს.
იხ. სრული ტექსტი.
[რედაქტირება] გეოგრაფიის საერთო ცნებები და ტერმინები
[რედაქტირება] ფიზიკური გეოგრაფიის ობიექტები
არხი - დაბლობი - დელტა - დინება - ველი - ვულკანი - ზეგანი - ზღვა - კლდე - კონტინენტი - კუნძული - ლაგუნა - მდინარე - მთა - მთიანეთი - მღვიმე - მყინვარი - ნახევარკუნძული - ოკეანე - რეგიონი - რუ - სრუტე - ტბა - ტყე - უდაბნო - ფიორდი - ქედი - ყურე - ჩანჩქერი
[რედაქტირება] სოციალურ–ეკონომიკური გეოგრაფიის ობიექტები
დაბა - მხარე - პროვინცია - რაიონი - სახელმწიფო - სოფელი - ქალაქი - ქვეყანა
[რედაქტირება] სხვა გეოგრაფიული ცნებები
გეოგრაფიული ატლასი - გეოგრაფიული გარემო - გეოგრაფიული კოორდინატები - გეოგრაფიული რაიონი - გეოგრაფიული რუკა - გლობუსი - ეკვატორი - კლიმატი - მერიდიანი - ნიადაგი - პარალელი - პოლუსი - რელიეფი - ჰორიზონტი
[რედაქტირება] გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები
ანაქსიმანდრე - იბნ ბატუტა - ბერინგი, ვიტუს - შამპლენი, სამიუელ - კოლუმბი, ქრისტეფორე - მაგელანი, ფერნანდო - პოლო, მარკო - სტრაბონი - თალესი
იხ. სრული ნუსხა.
[რედაქტირება] გეოგრაფიული დაწესებულებები
- გეოგრაფიის ინსტიტუტი
- გეოგრაფიული საზოგადოება
- ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
- გეოგრაფიულ მეცნიერებათა საერთაშორისო კავშირი
- საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
- გეოგრაფიული აღმოჩენები
- გეოგრაფიული სახელწოდებები
- მსოფლიოს ქვეყნები
- ტოპონიმიკა
- ქვეყნის ნაწილები: ამერიკა - აზია - ევროპა - აფრიკა - ოკეანეთი