დარდანელის სრუტე
ვიკიპედიიდან
დარდანელი (თურქ.: Çanakkale Boğazı, ბერძ.: Δαρδανελλια), ადრე ცნობილი როგორც ჰელესპონტი, არის ვიწრო სრუტე ჩრდილოდასავლეთ თურქეთში, რომელიც ეგეოსის ზღვას მარმარილოს ზღვასთან აერთებს. მისი კოორინატებია 40°13′N 26°26′E. სრუტე სიგრძით 61 კმ-ია და მხოლოდ 1,2 - 6 კმ მერყეობს სიგანეში, საშუალო სიღრმით 55 მ, ხოლო მაქსიმალური სიღრმით 82 მ. წყალი სრუტის გასწვრივ ორივე მიმართულებით მიედინება მარმარილოს ზღვიდან ეგეოსისკენ ზედაპირის დინებით, საპირისპიროდ კი ქვემო დინებით.
ბოსფორის სრუტის მსგავსად ის ევროპას (გალიპოლის ნახევარკუნძულთან) აზიისგან ჰყოფს. სრუტე საერთაშორისო წყლებს ეკუთვნის და ბოსფორთან ერთად შავ ზღვას ხმელთაშუასთან აკავშირებს.
სრუტესთან მდებარე მთავარი ქალაქია ჯანაკალე (თურქ. ჯანას ციხე). სიტყვა დარდანელი მომდინარეობს დარდანუსისგან, რომელიც ძველი ბერძნული ქალაქი იყო სრუტის აზიურ ნაპირზე.