ბულგარელები
ვიკიპედიიდან
ბულგარელები - ხალხი, ბულგარეთის ძირითადი მოსახლენი (7,85 მლნ). ცხოვრობენ აგრეთვე უკრაინაში (234 ათ.), მოლდოვაში (88 ათ.), რუსეთის ფედერაციაში (32,8 ათ.) და სხვა ქვეყნებში.
- სახელები: ფრანგულად - Bulgares; რუსულად - Болгары.
- საერთო რაოდენობა: 8,45 მლნ.
- ენა: ბულგარული.
- მორწმუნეები: ძირითადად მართლმადიდებლები, ნაწილი - სუნიტი მუსულმანები.