გედი
ვიკიპედიიდან
გედი (ლათ. Cygnus), ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი, რომლის ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი - დენები 1,3 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდისაა. ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიიდან კარგად მოჩანს გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე ირმის ნახტომის ფონზე. დამზერის საუკეთესო პირობებია ივლის-აგვისტოში.