გერმანული ენები
ვიკიპედიიდან
გერმანული ენები, სხვაგვარად გერმანიკული ენები - წარმოადგენს ინდოევროპული ენათა ოჯახის ერთ-ერთ ჯგუფს. ეს ენები გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში და ოკეანეთში. იგი შედგება შემდეგი შტოებისაგან:
- დასავლეთ-გერმანული ენები:
- აფრიკაანსი, ინგლისური ენა, ფრიზული ენა, გერმანული ენა, იდიში, ლომბარდული ენა, ნიდერლანდული ენა, შოტლანდიური ენა
- აღმოსავლეთ-გერმანული ენები (მკვდარი ენებია):
- ბურგუნდიული ენა, გოთური ენა, ვანდალური ენა
- ჩრდილოეთ-გერმანული ენები:
- დანიური ენა, შვედური ენა, გოტლანდური ენა;
- ფარერული ენა, ისლანდიური ენა, ნორვეგიული ენა
დაახლოებით 2000 წლის წინათ, ჩრდილოეთ გერმანიის, დანიის და სამხრეთ სკანდინავიის ტერიტორიაზე ბინადრობდა მრავალი ტომი, რომლებიც ლაპარაკობდნენ თანამედროვე გერმანული ენების წინარე ენაზე. ყველაზე ადრეული წარწერა პრაგერმანულ ენაზე შემორჩენილია რუნული დამწერლობით და თარიღდება ძვ. წ. მე-2 საუკუნით.
[რედაქტირება] გერმანული ენების ლექსიკური შედარებები
ქართული | ინგლისური | დანიური | გერმანული | ნიდერლანდური |
---|---|---|---|---|
კარგი | good | god | gut | goed |
მწვანე | green | grøn | grün | groen |
ახალგაზრდა | young | ung | jung | jong |
წასვლა | to go | at gå | gehen | gaan |
მოსვლა | to come | at komme | kommen | komen |
ქონა (ყოლა) | to have | at have | haben | hebben |
ვაშლი | apple | æble | Apfel | appel |
თევზი | fish | fisk | Fisch | vis |
წიგნი | book | bog | Buch | boek |