გველი (თანავარსკვლავედი)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "გველი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: გველი (მრავალმნიშვნელოვანი) |
გველი (ლათ. Serpens), ცის ეკვატორზე მდებარე თანავარსკვლავედი. შედგება ორი ნაწილისაგან - თავისა და კუდისაგან, რომლებსაც ერთმანეთისაგან ყოფს გველისმჭერის თანავარსკვლავედი. გველის ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი 2,6 ვიზუალური ვარსკვლავური სიდიდისაა. საქართველოს ტერიტორიიდან კარგად მოჩანს მაის-ივნისში.