გვირგვინა (მთა)
ვიკიპედიიდან
სიტყვას "გვირგვინა" აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გვირგვინა. |
გვირგვინა, მთა აღმოსავლეთ საქართველოში, თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების შტოქედზე (მდინარეების გუჯარეთისწყლისა და ნეძვისხევის წყალგამყოფი). სიმაღლე 2252 მ. აგებულია ძლიერ დანაოჭებული შუაეოცენური ტუფბრექჩიებითა და ტუფქვიშაქვებით. გვირგვინას კალთებზე წიფლნარი და მუქწიწვოვანი ტყეებია, მწვერვალზე - მეორეული სუბალპური მდელოები.