გუჯარეთისწყალი
ვიკიპედიიდან
გუჯარეთისწყალი | |
---|---|
მდებარეობა | ბორჯომის რაიონი (სამცხე-ჯავახეთის მხარე) |
სიგრძე | 43 კმ |
აუზის ფართობი | 326 კმ2 |
სათავე | მურყნევის მთა |
ჩაედინება | მტკვარი |
ქვეყნები | საქართველო |
გუჯარეთისწყალი, მდინარე თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბორჯომის რაიონში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს მურყნევის მთის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2060 მ-ზე. სიგრძე 43 კმ, აუზის ფართობი 326 კმ2. მთავარი შენაკადებია მიტარბულა და ბაკურიანისწყალი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცოს გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი წაღვერთან 3,22 მ3/წმ. ზამთარში დამახასიათებელია ყინულნაპირისი, თოში, ყინულსაფარი.