გინესი, ალეკ
ვიკიპედიიდან
გინესი, ალეკ, (* 2 აპრილი, 1914, ლონდონი ― † 5 აგვისტო, 2000), ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი. თეატრალური განათლება მიიღო ფ. კომპტონის კერძო სტუდიაში. ლონდონის თეატრ "ოულდ ვიკში" გინესმა განასახიერა ჰამლეტის, რიჩარდ II-ის (შექსპირის "ჰამლეტი", "რიჩარდ II"), ხლესტაკოვის (გოგოლის "რევიზორი"), ხოლო სხვა თეატრებში დომიტრი კარამაზოვის (დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვების" მიხედვით) და სხვა როლები. დადგა სპექტაკლები: შექსპირის "მეთორმეტე ღამე" და "ჰამლეტი". მონაწილეობდა ფილმებში: "დიდი მოლოდინი", "ხიდი მდინარე კვაიზე", "კრომველი", "კომედიანტები" და სხვა.
![]() |
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |