გრიგოლ XIII
ვიკიპედიიდან
გრიგოლ XIII (ლათ. Gregorius Tertius Decimus); ერისკაცობაში უგო ბუონკომპანი, (იტალ. Ugo Buoncompagni) (*7 იანვარი 1501, ბოლონია; † 10 აპრილი 1585, რომი) — რომის პაპი 1572 წლის 13 მაისიდან 1585 წლის 10 აპრილამდე.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ყველაზე კარგად ცნობილია კალენდრის რეფორმით - მისი პაპობის პერიოდში შემოღებულ იქნა გრიგორიანული კალენდარი, რომელიც იეზუიტი მღვდელი/ასტრონომი კრისტეფორ კლავიუსის დახმარებით შეიქმნა. რეფორმის მიზეზი - წლის საშუალო სიგრძე იულიუსის კალენდარში ძალიან გრძელი იყო და აღდგომის თარიღი დროთა განმავლობაში 10 მარტიდან (მისი ტრადიცული თარიღიდან) 21 მარტამდე გადავიდა.