გუდაუთა
ვიკიპედიიდან
ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე გუდოუს შესართავთან. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს. მოსახლეობა 15,3 ათასი (1991 წ.). გუდაუთაში არის რკინიგზის სადგური, კლიმატური კურორტი, მცირე საწარმოები. გუდაუთაში არის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის რეზიდენცია.