ვიკიპედიიდან
გუდაუთის რაიონი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე და ზღვის ვიწრო სანაპირო დაბლობ ზოლში. 1917 წლამდე ახლანდელი გუდაუთის რაიონი შედოიდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში, 1921 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფიტ - აფხაზეთის სსრ-ში გუდაუთის მაზრის სახელწოდებით, 1930 წლიდან ცალკე რაიონად გამოიყო დღევანდელ საზღვრებში. გუდაუთის რაიონს ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეები, აღმოსავლეთით სოხუმის რაიონი, დასავლეთით გაგრის რაიონი, სამხრეთით - შავი ზღვა. ფართობი 1640 კმ2 . რაიცენტრი - ქ. გუდაუთა.