დავით I კურაპალატი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს " დავით" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: დავით |
დავით I კურაპალატი ( † 881), ბაგრატ I-ის უფროსი ძე, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი. კურაპალატი 876-იდან. 881 დავით I ვერაგულად მოკლა გვარამ (გუარამ) მამფალის ძემ ნასრამ. ი. ჯავახიშვილის აზრით, მკვლელობის მიზეზი გახდა შემდეგი გარემოება: როცა ლიპარიტ I ბაღვაშმა გვარამ მამფალის კუთვნილი თრიალეთის ქვეყანა დაიპყრო და თავის პატრონად და მფარველად დავით I გამოაცხადა, ნასრამ ეს აქტი გვარამის სახლის მფლობელობის ხელყოფად მიიჩნია და მამის შელახული უფლების აღდგენა მოისურვა.