დრაგ-ქუინი
ვიკიპედიიდან
დრაგ ქუინი (ინგლ.Drag queen) — შემსრულებლები, ხშირად ჰომოსექსუალი ან ტრანსსექსუალი მამაკაცები, გადაცმული საპირისპირო სქესის ე.წ "დრაგ" ტანსაცმელში (იხ. ტრანსვესტიზმი), ხშირად ამ სქესის გარკვეული მახასიათებლების (თვისებების) გაზვიადებით, კომიკური, დრამატული ან სატირული ეფექტისთვის. დრაგ-ქუინები ტრადიციულად კოსტიუმირებულ პარადებზე (მაგ. გეი-პრაიდი), დრაგ-კონკურსებზე, კაბარეებსა და დისკოთეკებზე იჩითებიან. აშშ-სა და ბრიტანეთში შოუებისა და წარმოდგენების გარდა დრაგ-ქუინები ღამის კლუბების და კერძო წვეულებების დაქირავებული მასპინძლების როლშიც გამოდიან. მისი საპირისპირო ტერმინია "დრაგ-კინგი" (ქალებისთვის).
დრაგი დასავლური გეი-კულტურის ნაწილია - დრაგ-ქუინებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით 1969 წლის 27 ივნისს ნიუ-იორკში სტოუნუოლის არეულობებისას ჰომოსექსუალისტთა უფლებების დაცვაში; დრაგ შოუები გეი-პრაიდის პარადების ტრადიციული ნაწილია. ქალაქის გეი საზოგადოების ცნობილი დრაგ-ქუინები ხშირად ამ საზოგადოების ოფიციალური ან არაოფიციალური სპოუკსმენები, ფონდების მომზიდავი და/ან თემთა ლიდერები არიან და აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივ საქმიანობაში.