ვირჯინია
ვიკიპედიიდან
ვირჯინია (Virginia, Va), შტატი აშშ-ში, მდებარეობს სამხრეთ ატლანტიკურ რეგიონში. სახელი ეწოდა ელისაბედ I-ის პატივსაცემად. 1606 – ჯეიმსთაუნი ინგლისელთა პირველი დასახლება იყო ამერიკაში; 1619 – შემოღებულ იქნა მონობა, დასახლდნენ პლანტატორები, რომელთაც თამბაქო მოჰყავდათ; 1624 – სამეფო საკუთრება. 1776 – მიღებულ იქნა ვირჯინიის უფლებათა დეკლარაცია. 1788-დან აშშ-ს შტატია. 1861-1870 წლებში მიემხრო კონფედერაციას, რომლის დედაქალაქი რიჩმონდი იყო.
- ფართობი – 102 ათასი.
- მოსახლეობა - 7,409 ათასი (თეთრი 76 %, აფროამერიკელი 18,8 %, აზიელი 2,6 %, ლათინურამერიკელი 2,6 %).
- ქალაქის მოსახლეობა - 66 %.
- ქალაქები – რიჩმონდი (დედაქალაქი), 198 ათასი, ვირჯინია ბიჩი, 430 ათასი, ნორფოლკი, 233 ათასი.
- ცნობილი ადამიანები – ელა ფიტცჯერალდი, თომას ჯეფერსონი, ჯეიმს მედისონი, ჯორჯ მარშალი, ჯეიმს მონრო, ედგარ პო, ჯონ ტაილერი, ჯორჯ ვაშინგტონი, ვუდრო ვილსონი.
- თავისებურებები – არლინგტონის ეროვნული სასაფლაო, მაუნთ-ვერნონი (ჯ. ვაშინგტონის სახლი), მონტისელო (თ.ჯეფერსონის სახლი), იორკთაუნისა და ჯეიმსთაუნის ისტორიული ადგილები.