იუნესკო
ვიკიპედიიდან
გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაცია, ან იუნესკო (UNESCO, აკრ. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization) გაეროს სპეცალიზირებული სააგენტოა, რომელიც 1945 წელს დაარსდა. მისი დანიშნულებაა წვლილი შეიტანოს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში საერთაშორისო თანამშრომლობით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის პროგრამების მეშვეობით, რათა უფრო გაღრმავდეს გაეროს ქარტიის მიერ გაცხადებული მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობის, ადამიანთა უფლებებისა და ფუნდამენტალურ თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემა.
იუნესკოს ეკუთვნის 191 ერი. ორგანიზაციის შტაბ-ბინა პარიზშია; მას ასევე 50 წარმომადგენლობითი ოფისი, რამდენიმე ინსტიტუტი და ცენტრი აქვს მსოფლიოში. წარმომადგენლობით ოფისთა უმრავლესობა ე.წ. კლასტერული ოფისებია, რომლებიც სამ ან მეტ ქვეყანას კურირებს, თუმცა გარდა ამისა არსებობს რეგიონალური ოფისებიც. იუნესკო საკუთარ დანიშნულებას ხუთი ძირითადი პროგრამით ახორციელებს, ესენია: განათლება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანური მეცნიერებები, კულტურა და კომუნიკაციები და ასევე ინფორმაცია. იუნესკო აფინანსებს წერა-კითხვის გავრცელების, ტექნიკურ, მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამებს; საერთაშორისო მეცნიერებათა პროექტებს; რეგიონალური და კულტურის ისტორიის პროექტებს; კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციას; საერთაშორისო ურთიერთდახმარების შეთანხმებებს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მეკვიდრეობის შენარჩუნებასა და ადამიანთა უფლებების დაცვასა და მისთ.
![]() |
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |