კათოლიკური ეკლესია
ვიკიპედიიდან
ეკლესია, რომლის მოძღვრება კათოლიციზმია, არის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქრისტიანული დენომინაცია, რომელიც სხვა დენომინაციებისგან გამოირჩევა ინსტიტუციური ერთიანობით. 2005 წლის ბოლოსთვის კათოლიკეთა ციფრი მსოფლიოში შეადგენდა 1.098.096,000-ს, რაც ქრისტიანობის 52%-ია. კათოლიკე მორწმუნეები ოფიციალურად მსოფლიოს 235 ქვეყანაში არიან წარმოდგენილი. კათოლიკური ეკლესიის იერარქიას სათავეში უდგას რომის პაპი (ამჟამად ბენედიქტე XVI), რომლიც ირჩევა კარდინალთა კოლეგიუმის მიერ (2007 წლის 5 აპრილისთვის კოლეგიუმში იმყოფებოდა 184 კარდინალი, აქედან 108 საარჩევნო უფლებით ანუ 80 წელზე ახალგაზრდა). კარდინლების შემდეგ პასუხისმგებლობა აკისრიათ სხვადასხვა რანგის ეპისკოპოსებს, რომელთა მთლიანი რაოდენობა 4.967-ია. ეპისკოპოსთა შორის გამორჩეულნია არიან პატრიარქები, რომელთა რაოდენობაც 13-ია (რომის გარდა), აქედან 3 ლათინური საპატრიარქოებს (ვენეცია, იერუსალიმი, ლისაბონი), ხოლო დანარჩენი 10 აღმოსავლური საპატრიარქოები. ზოგიერთი პატრიარქი ერთდროულად კარდინალიც შეიძლება იყოს. მღვდელთა რაოდენობა 2001 წლის მონაცემებით შეადგენს 405,067. მთელი კათოლიკური საეკლესიო ცხოვრების წესი დარეგულირებულია საეკლეო კანონიკური კოდექსით, რომელიც ბოლოს 1983 ორ წიგნად გამოიცა: ერთი კოდექსი არეგულირებს ლათინური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესიის წესებს, ხოლო მეორე აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესიის წესებს. კათოლიკური ეკლესია აერთიანებს სხვადასხვა ლიტურგიულ წესს. 4 ლიტურგიული წესი დასავლური ტრადიციიდან მოდის: ძველი რომაული, ახალი რომაული, ამბროსიანული და მოზარაბული, და 4-იც აღმოსავლურიდან: სირიული რაც იგივეა რაც ძველი ასურული, სომხული, ბიზანტიური და ალექსანდრიული.