კარაქი
ვიკიპედიიდან
კარაქი – რძის ნაწარმი, რომელიც რძის დღვებით მიიღება. მსოფლიოს ბევრ კუთხეში კარაქი ყოველდღიური საჭმელია. ფართოდ გამოიყენება კულინარიაში.
კარაქი ხშირად მზადდება ძროხის რძისგან. ასევე გავრცელებულია სხვა ძუძუმწოვრების, მათ შორის, თხის, კამეჩის და ცხვრის რძისგან დამზადებული კარაქი.