კატანია
ვიკიპედიიდან
კატანია სიცილიის სიდიდით მეორე ქალაქია და ამავე სახელწოდების პროვინციის დედაქალაქი. 306.000 მცხოვრებით ის ასევე სიდიდით მეორე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია კუნძულზე. მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე მესინასა და სირაკუზას შორის აქტიური ვულკანი ეტნას მთის ძირას. მისი კოორდინატებია 37° 31'N 15° 04'E
ქალაქი ძვ.წ. VIII საუკუნეში დაარსდა ბერძენი კოლონიზატორების მიერ ხალკისიდან. თავდაპირველად ეტნა ერქვა ვულკანის სახელზე, შემდეგ კატანე. 1169 და 1693 წლის მიწისძვრებმა და ვულკანის ლავამ მნიშვნელოვნად დაანგრია და დააზიანა ქალაქი და მისი შემოგარენი.
ქალაქის მფარველი წმინდანია წმ. აგატა.