ლი, ჩარლზ (იუსტიციის მინისტრი)
ვიკიპედიიდან
ჩარლზ ლი (ინგლ. Charles Lee) (*1758 – †24 ივნისი, 1815) ამერიკელი იურისტი ვირჯინიიდან. აშშ-ის იუსტიციის მინისტრი 1795 - 1801 წლებში.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა ვირჯინიაში, ვესმორლენდ ქაუნტიში. ჩარლზი, ზაქარი ტეილორის ბიძაშვილი იყო. 1775 წელს დაამთავრა ვირჯინიის კოლეჯი.
1789 წელს დაქორწინდა ენ ლიზე. მათ ოთხი შვილი ჰყავდათ. ენ ლი გარდაიცვალა 1804 წელს, რის შემდეგაც 1809 წელს ჩარლსი მეორედ დაქორწინდა მარგარეტ სკოტზე და მასთან კიდევ სამი შვილი ეყოლა.
უილიამ ბრედფორდის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტმა ვაშინგტონმა იგი დანიშნა იუსტიციის მინისტრად. ჩარლზ ლი მოვალეობის შესრულებას შეუდგა 1795 წლის 10 დეკემბერს და ამ პოსტზე მსახურობდა 1801 წლამდე როგორც ვაშინგტონის, ასევე ადამსის პრეზიდენტობის დროსაც.
ლი გარდაიცვალა 1815 წელს, ვირჯინიაში, 56 ან 57 წლის ასაკში. იგი დაკრძალულია უარენტონის სასაფლაოზე.