ლიქტორი
ვიკიპედიიდან
რომის სახელმწიფო ინსტიტუტების შესახებ | |
---|---|
რომის სამეფო | |
რომის რესპუბლიკა | |
რომის იმპერია | |
პრინციპატი | დომინატი |
ძირითადი მაგისტრატები: | |
საგანგებო მაგისტრატები: | |
სხვა თანამდებობები და წოდებები: | |
|
|
პოლიტიკა და კანონი: | |
|
|
ლიქტორი (ლათ. lictor - ligare - შეკვრა, დაბმა) რომში ერთერთი უმდაბლესი თანამდებობა. ამ თანამდებობის წარმოშობაზე ცნობები არ გვაქვს, პირველად ლიქტორები მეფეების პერიოდთან არიან მოხსენებულნი.
თავდაპირველად ლიქტორები მაგისტრატუსების ბრძანებების შემსრულებელნი იყვნენ, შემდგომში კი მათ მაგისტრუსების დაცვა ევალებოდათ.
ლიქტორები როგორც წესი ან პლებეები ან განთავისუფლებული ხდებოდნენ. ისინი აუცილებლად რომის მოქალაქეები იყვნენ, ვინაიდან ტოგას ატარებდნენ. ისინი სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლებულნი იყვნენ, ადრეული იმპერიის ხანაში მათ ფიქსირებული ხელფასი ჰქონდათ 600 სესტერციუსი და გაერთიანებულნი იყვნენ კორპორაციაში.
ლიქტორს ევალებოდა მაგისტრატუსის დაცვა და მისი ძალაუფლების სიმბოლოს - ფასცების ტარება, ქალაგარეთ კი ფასცებში ნაჯახები იდებოდა. დიქტატორის ლიქტორები კი ყოველთვის ატარებდნენ ნაჯახებს. ისინი მაგისტრატუსს ყოველთვის თან დაჰყვებოდნენ. ისტორიული წყაროების მიხედვით ადრეული რესპუბლიკის პერიოდში ლიქტორი მაგისტრატუსის მიერ გამონატილ განაჩენსაც ასრულებდა.
ვესტას ქურუმებსაც ახლდათ თითო ლიქტორი, როდესაც ისინი საჯარო ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას. მაგისტრატუსების ლიქტორების რაოდენობა მკაცრად რეგლამენტირებული იყო, რაც უფრო მეტი ლიქტორი ახლდა მაგისტრუსს, მით უფრო მაღალი რანგი ეკავა მას.
- დიქტატორი - 24 ლიქტორი
- კონსული - 12 ლიქტორი
- პროკონსული - 11 ლიქტორი
- ცხენთა გამგებელი - 6 ლიქტორი
- პრეტორი - 5 ლიქტორი
- პროპრეტორი - 4 ლიქტორი
- პატრიციუსი ედილუსი - 2 ლიქტორი
ამათ გარდა კიდევ იყვნენ სხვა ტიპის ლიქტორები - lictor curiatus, ესენი ემსახურებოდნენ დიდ პონტიფიკუსს და ვესტას ქურუმებს. იმპერატორის ოჯახის წევს ქალებს ქალაქში გასვლისას ასევე ახლდნენ ამ ტიპის ლიქტორები.