მაიკროსოფტი
ვიკიპედიიდან
კორპორაცია მაიკროსოფტი (Microsoft Corporation, ნასდაქი: MSFT, HKSE: 4338) – მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია, რომლის 2005 წლის გლობალურმა წლიურმა გაყიდვებმა აშშ$ 39,79 მილიარდს გადააჭარბა; 63.564 თანამშრომელი ჰყავს 102 ქვეყანასა და რეგიონში. კომპანია ამუშავებს, ამზადებს, აპატენტებს და მხარდაჭერას უქმნის კომპიუტერული მოწყობილობებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ფართო სპექტრს. კორპორაციის შტაბ-ბინა მდებარეობს რედმონდში, ვაშინგტონი, აშშ. მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტია მაიკროსოფტ ვინდოუსის ოპერაციული სისტემა და მაიკროსოფტ ოფისის პროგრამული პაკეტი – ორივე მათგანი თითქმის უნივერსალურად მიღებული პროდუქტი გახდა მთელს მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე.