მარშალის გეგმა
ვიკიპედიიდან
მარშალის გეგმა (Marshall Plan), ოფიციალურად ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამა (European Recovery Program - ERP) იყო აშშ-ის მთავარი პროგრამა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის აღმშენებლობისთვის. ინიციატივას სახელი დაერქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის გამო და ის ძირითადად სახ. დეპარტამენტის თანამშრომელთა შექმნილი იყო, განსაკუთრებით კი უილიამ კლეიტონისა და ჯორჯ კენანის მიერ.
რეკონსტრუქციის გეგმა დამუშავდა მონაწილე ევროპულ სახელმწიფოთა შეხვედრაზე 1947 წლის ივლისში. საბჭოთა კავშირი და აღმ. ევროპის ქვეყნებიც იყვნენ მოწვეული, თუმცა სტალინმა ეს გეგმა საბჭოეთისთვის საშიშროებად წამოიდგინა და ამგვარად საბჭოთა ბლოკის ქვეყნები შეხვედრაზე არ დაუშვა. გეგმა ხორციელდებოდა 1947 წლის ივლისიდან დაწყებული ოთხი ფისკალური წლის განმავლობაში. ამ პერიოდში გაღებულ იქნა $13 მილიარდი ამ. დოლარის ღირებულების ეკონომიკური და ტექნიკური დახმარება - რაც 2006 წლის კურსით $130 მილიარდი ამ. დოლარის ექვივალენტურია (ინფლაციის გათვალისწინებით). ეს თანხა მოხმარდა ევროპის ქვეყნებს, რომლებიც ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაერთიანდა.
გეგმის განხორციელების დასასრულს მონაწილე ქვეყნების (გერმანიის გამოკლებით) ეკონომიკამ მათ ომამდელ დონეს გაუსწრო. მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში დასავლეთ ევროპა განიცდის უპრეცენდენტო ზრდასა და სიმდიდრის დაგროვებას. მარშალის გეგმა ასევე მოიაზრება, როგორც ევროპის ინტეგრაციის ერთ-ერთი უპირველესი ელემენტი, ვინაიდან მან მოხსნა ტარიფები და სავაჭრო ბარიერები და შექმნა ინსტიტუტები ეკონომიკის კოორდინაციისთვის კონტინენტურ დონეზე. ასევე ინტეგრირებული შედეგი იყო ამერიკული მმართველობის ტექნიკის სისტემატური დანერგვა. ბოლო წლებში ზოგიერთი ისტორიკოსი ეჭვქვეშ აყენებს მარშალის გეგმის საერთო ეფექტურობას, თუმცა მაინც მოიაზრებს მას, როგორც პოზიტიურ და სრულიად წარმატებულ სქემას.
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |