მაცუო ბასიო
ვიკიპედიიდან
მაცუო ბასიო (მეორე ფსევდონიმი მუნეფუსა; ნამდვილი სახელი ძინსიტირო) (* 1644 ― † 12 ოქტომბერი, 1694, ოსაკა), იაპონელი პოეტი. წარმოშობით სამურაი. 1672-იდან სახელმწიფო სამსახურს ეწეოდა. ედოში (ახლანდელი ტოკიო). შემდეგ მიატოვა სამსახური და შეუდგა თავისი წოდებისათვის "შეუფერებელ " საქმიანობას - პოეზიის სწავლებას. ბუდიზმის მიმდევარი იყო. ბერად აღიკვეცა. განიცადა ძენის მოძღვრების გავლენა, რომლის არსი "თვითჭვრეტასა" და "ბუნების ჭვრეტაში" მდგომარეობს. ამიტომ მაცუოს ბევრ ლექსს დაფარული ქვეტექსტი აქვს. მაცუოს ეკუთვნის ლირიკული დღიურები, რამდენიმე ათეული რენგა ("წყობილი ლექსები") და მრავალი უბადლო ჰაიკუ. მისი ლექსები შესულია ანთოლოგიაში "მაიმუნის ჩალის ლაბადა" (1690) და სხვა. მაცუომ შექმნა სამსტრიქონიანი ლექსის (ჰაიკუ) პოეტიკა. დაუშვებლად მიაჩნდა ჰაიკუში ორზე მეტი დეტალის შეტანა; დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ლექსის ფერწერულ და ბგერით ჰარმონიას. "ბასიოს სტილი" 200 წელზე მეტხანს ბატონობდა იაპონიაში.