მელქისედეკის დომინიონი
ვიკიპედიიდან
|
|||
ნაციონალური დევიზი: Monotheistic, unity, peace (ერთი ღმერთი, კავშირი, მშვიდობა) | |||
ოფიციალური ენა | ინგლისური, რუსული, ივრითი, არაბული, როტუმანული | ||
დედაქალაქი | სელემი (იერუსალიმი) | ||
პრეზიდენტი | რიჩარდ ჯეიმს მაკდონალდი (არჩეულია 2003 წ. 23 ივლისს ) | ||
მოსახლეობის რიცხოვნობა | ~ 50 პირი. | ||
ვალუტა | მელქისედეკის დომინიონის ვალუტა |
მელქისედეკის დომინიონი (მდ) — ვირტუალური სახელმწიფოა, რომელიც დადანაშაულებულია მსოფლიო მასშტაბის საბანკო მაქინაციების ორგანიზებაში. იგი არავის მიერ არ არის იურიდიულად აღიარებული, თავად მდ საკუთარ ტერიტორიად აცხადებს დედამიწის ნებისმიერ ნაწილს.
[რედაქტირება] წარმოშობა
მდ დაფუძნებულია 1986 წ. ამერიკის (აშშ) მოქალაქეების ბენ დავიდ პედლის და მისი ვაჟის მარკ ლოგან პედლის მიერ. ორგანიზატორი პირები მოიხსენიებიან სხვადასხვა ფსევდონიმებით, ისეთით როგორიცაა ”ცემახ ბენ დავიდ ნეცერ კორემ”-ი, ”ბრანჩ ვინდრესსერი” და სხვა. ეს პირები ასევე წარმოადგენენ ბიბლიის ერთერთი რედაქციის (მელქისედეკის ბიბლია”) ავტორებს. ეს წიგნი იწერებოდა მასოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ძირითადად ციხეებში, იქ სადაც უწევდათ სასჯელის მოხდა ავტორებს; დანაშაულის საგანს კი ხშირ შემთხვევაში შეადგენდა მაქინაციები აქციებით ვაჭრობის საქმეში. ამ ნაწარმობს (”მელქისედეკის ბიბლია”) ეფუძნება დომინიონის მთელი სახელმწიფოებრიობა.
[რედაქტირება] აღიარება
ზოგიერთი წყაროს თანახმად, 1993 წ. მდ სახელმწიფოს მოიპოვებული აქვს ”დიპლომატიური აღიარება” ცენტრალური აფრიკის ცალკეული რესპუბლიკების მხრიდან. აგრეთვე ცნობილია, რომ მდ-ს არ გააჩნია დიპლომატიური მისიები ან რაიმე სხვა წარმომადგენლობები აფრიკაში, მიუხედავად ამისა, მდ ინტერნეტ რესურსში აღნიშნულია, რომ ვირტულაურ სახელმწიფო აღიარებულია აფრიკის სხვადასხვა რესპუბლიკების მიერ, მათ შორისაა ბურკინა ფასო.
ზოგიერთი ცნობით, მელქისედეკის დომინიონის სახელმწიფო პასპორტს აღიარებს ზოგიერთი დიდი სახელმწიფოც, მათ რიცხვშია ფილიპინები, მალაიზია, სინგაპური, ინდონეზია.