მერცხალა
ვიკიპედიიდან
მერცხალა (Glareola), ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგისა. აერთიანებს 7 სახეობას. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე გავრცელებულია მერცხალას 3 სახეობა: მდელოს მერცხალა (Glareola pratincola), ველის მერცხალა (Glareola nordmanni) და აღმოსავლური მერცხალა (Glareola maldivarum), რომელთაგან პირველი ორი მიმოფრენისას საქართველოშიც გვხვდება. იკვებებიან მწერებით, რითაც სარგებლობა მოაქვთ.