მისისიპი (შტატი)
ვიკიპედიიდან
მისისიპი (Mississippi, Ms), შტატი აშშ-ში, მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთის ცენტრალურ რეგიონში. სახელი ინდიელთა ენაზე „დიდ მდინარეს“ ნიშნავს. ეს ტერიტორია 1540 წელს გამოიკვლია ერნანდო დე სოტომ. 1699 წელს ფრანგებმა შექმნეს დასახლება, 1763 – პარიზის შეთანხმებით გადაეცა ინგლისს. 1798-დან აშშ-ს ტერიტორიაა, 1817-დან - შტატი. 1861-1870 წლებში კონფედერაციის წევრი იყო.
- ფართობი – 122 ათასი.
- მოსახლეობა - 2,884 ათასი (თეთრი 63,5 %, აფროამერიკელი 35,6 %, ლათინურამერიკელი 0,6 %).
- ქალაქის მოსახლეობა - 47,3 %.
- ქალაქები – ჯექსონი, 193 ათასი, ბილოქსი, 48 ათასი, მერიდიანი, 41 ათასი.
- ცნობილი ადამიანები – უილიამ ფოლკნერი, ელვის პრესლი, ტენესი უილიამსი, რიჩარდ რაიტი.