მოსახლეობის სიმჭიდროვე
ვიკიპედიიდან
მოსახლეობის სიმჭიდროვე არის სიდიდე, რომელიც აღწერს მოცემულ ტერიტორიულ ერთეულზე (ქვეყანა, რეგიონი, ქალაქი) დასახლებულ ადამიანთა საშუალო სიდიდეს ფართობის ერთეულზე (როგორც წესი კვადრატული კილომეტრი, უფრო მცირე ტერიტორიებისათვის - ჰექტარი). ამ ერთეულის გამოსათვლელად ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის საერთო რაოდენობას ყოფენ მის საერთო ფართობზე.
ფაქტები მოსახლეობის სიმჭიდროვის შესახებ:
- ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა მონაკო - 16 ათასი კაცი 1 კვ. კმ-ზე.
- ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა (ჯუჯა სახელმწიფოების გამოკლებით) ბანგლადეში - 926 კაცი 1 კვ. კმ-ზე.
- ყველაზე მეჩხრად დასახლებული ქვეყანაა გრენლანდია - 0,03 კაცი 1 კვ. კმ-ზე.
- საქართველოს მოსახლეობის სიმჭიდროვეა 67 კაცი 1 კვ. კმ-ზე, რუსეთისა - 8,5 კაცი, გერმანიისა - 321 კაცი.