მრეწველობა
ვიკიპედიიდან
მრეწველობა ანუ წარმოება მიკროეკონომიკაში არის საგანთა შექმნის აქტი, კერძოდ კი ისეთი პროდუქტებისა, რომელიც შემდგომში კომერციულად გაიცვლება ან გაიყიდება. მაკროეკონომიკაში მრეწველობა არის საქმიანობა, რომლითაც ტრანზაქტორები (ანუ, გაცვლის აგენტები) იყენებენ რესურსებს პროდუქციის გამოსაშვებად; უფრო სპეციფიურად, ეკონომიკური მრეწველობა საქმიანობაა, რომელსაც კონტროლს უწევს (ასევე პასუხიმგებელი) ინსტიტუციონალური რგოლი, რომელიც იყენებს მუშახელს, კაპიტალი|კაპიტალს]], საქონელსა და მომსახურებას (წარმოების ფაქტორები) სხვა საქონლისა და მომსახურეობის შესაქმნელად.
მრეწველობის დარგები
- მეტალურგია
- შავი მეტალურგია
- ფერადი მეტალურგია
- ენერგეტიკა
- ელექტროენერგეტიკა
- ნავთობის მრეწველობა
- ატომური ენერგეტიკა
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობა
- სამთო-ქიმიური მრეწველობა
- მანქანათმშენებლობა
- გემთმშენებლობა
- ავიამშენებლობა
- ხელსაწყოთმშენებლობა
- ქიმიური მრეწველობა
- კვების მრეწველობა
- მსუბუქი მრეწველობა
- საფეიქრო მრეწველობა
- ტყავ-საგალანტერიო მრეწველობა
- სამკერვალო მრეწველობა