მაკროეკონომიკა
ვიკიპედიიდან
მაკროეკონომიკა — ეკონომიკის მეცნიერების განშტოებაა, რომელიც შეისწავლის ქვეყნის მთლიანი (ან მისი ნაწილის, დარგის) ეკონომიკის ფუნქციონირებას, ისეთ საერთო პროცესებს და მოვლენებს როგორებიცაა - ინფლაცია, უმუშევრობა, საბიუჯეტო დეფიციტი, ეკონომიკური ზრდა, სახელმწიფო რეგულირება და ა.შ. მაკროეკონომიკა ოპერირებს ისეთი ცნებებით, როგორებიცაა - საერთო მოთხოვნა და მოხმარება, საერთო მოწოდება, იყენებს აგრეგირებულ მაჩვენებლებს. მიკროეკონომიკა, ამის საპირისპიროდ, შეისწავლის ინდივიდუალურ მომხმარებელთა, ფირმათა და საწარმოთა ეკონომიკურ ქცევას (ინდ. მოთხოვნასა და მოწოდებას, და ა.შ.).
პირველად ეს ტერმინი გამოყენებულია 1933 წელს.