მღვიმე
ვიკიპედიიდან
მღვიმე ბუნებრივი მიწისქვეშა ღრმულია დედამიწის ზედაპირის ქვეშ, რომელშიც ზრდასრულ ადამიანს შეუძლია შეღწევა. ზოგიერთი მეცნიერის განსაზღვრებით მღვიმე იმხელა უნდა იყოს რომ მის ნაწილში დღის შუქი არ უნდა აღწევდეს. თუმცა კოლოქვიალურად ტერმინს იყენებენ შედარებით მცირე არეების, როგორიცაა კლდოვანი ნაპრალები, ზღვის ღრმულები აღწერისას. მღვიმეების მეცნიერული შესწავლითა და გამოკვლევით დაკავებულია სპელეოლოგია.