ნაკიანი წელი
ვიკიპედიიდან
ნაკიანი წელი (წელიწადი), კალენდარული წელიწადი, რომელიც 366 დღე-ღამეს შეიცავს; 1 დღე-ღამით მეტია მარტივ წელიწადზე. ნაკიან წელიწადში თებერვალი 29 დღე-ღამისგან შედგება. ახალი სტილით ნაკიან წელიწადად ითვლება ყოველი წელიწადი, რომელთა რიგითი ნომერი უნაშთოდ იყოფა 4-ზე, გარდა იმ წლებისა, რომელთა ნომერი, თუმცა დაბოლოებულია 2 ნულით, უნაშთოდ არ იყოფა 400-ზე (მაგ., 1800, 1900, 2100).