ნებრასკა
ვიკიპედიიდან
ნებრასკა (Nebraska, Nb), შტატი აშშ-ში, მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთის ცენტრალურ რეგიონში. სახელი ინდიელთა ენაზე „მცირე სიღრმის მდინარეს“ ნიშნავს. 1541-1801 წლებში საცილობელი იყო ესპანეთსა და საფრანგეთს შორის. 1803 ნებრასკა მიეყიდა აშშ-ს როგორც ლუიზიანის ნაწილი. 1854-დან აშშ-ს ტერიტორია, 1867-დან - აშშ-ს შტატი.
- ფართობი – 199 ათასი.
- მოსახლეობა - 1,717 ათასი (თეთრი 93,8 %, აფროამერიკელი 3,6 %, ლათინურამერიკელი 2,3 %).
- ქალაქის მოსახლეობა - 62,9 %.
- ქალაქები – ლინკოლნი, 209 ათასი, ომაჰა, 364 ათასი.
- ცნობილი ადამიანები – ჰენრი ფონდა, მალკოლმ X, ჰაროლდ ლოიდი.