ნიუ-იორკი (შტატი)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ნიუ-იორკი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ნიუ-იორკი (მრავალმნიშვნელოვანი) |
ნიუ-იორკი | |
---|---|
დროშა | გერბი |
![]() |
![]() |
![]() სხვა შტატები |
|
ძირითადი მონაცემები | |
მეტსახელი: | საიმპერიო შტატი |
დედაქალაქი: | ალბანი |
უდიდესი ქალაქი: | ნიუ-იორკი |
ფართობი | |
სულ: | 141.205 კმ² |
ხმელეთი: | 122.409 კმ² |
წყალი (%): | 18.795 კმ² (13,3%) |
მოსახლეობა | |
მოსახლე (2000): | 18.976.457 |
გუბერნატორი: | ჯორჯ პატაკი |
შემოკლებები | |
საფოსტო ინდექსი: | NY |
ISO 3166-2: | US-NY |
ნიუ-იორკი (New York, Ny), შტატი აშშ-ში, მდებარეობს შუა ატლანტიკურ რეგიონში. სახელი ეწოდა იორკის ჰერცოგის მიხედვით, რომელმაც ეს ტერიტორია (ახალი ჰოლანდია) მიიღო თავისი ძმის ჩარლზ II-საგან.
- ისტორია:
- 1524 – ფლორენციელი ჯოვანი ვერაზანო იკვლევდა ტერიტორიას საფრანგეთის მეფის დავალებით, ამ ადგილს უწოდა ანგულემი.
- 1609 – ეწვია სამუელ შამპლეინი (საფრანგეთი).
- 1609 – იკვლევდა ჰენრი ჰუდზონი ჰოლანდიისათვის. პიტერ სტუივეზანტმა დააარსა ნიუ-ჰარლემი.
- 1614 – ჰოლანდიელთა კოლონია.
- 1626 - პიტერ მინუიტმა ინდიელთა ტომის მანჰეტებისაგან 60 ფლორინად იყიდა კუნძული მანჰეტენი (56,6 კვ.კმ).
- 1664 - ახალი ამსტერდამი ანექსირებულ იქნა ინგლისელთა მიერ.
- 1777 – დამოუკიდებელია, მიიღო პირველი კონსტიტუცია.
- 1788 – ერთ-ერთი პირველი 13 შტატთაგანი.
- ფართობი – 122 ათასი
- მოსახლეობა - 19,300 ათასი (თეთრი 71 %, აფროამერიკელი 14 %, აზიელი 3,9 %, ლათინურამერიკელი 11,2 %).
- ქალაქის მოსახლეობა - 84,6 %.
- ქალაქები – ალბანი (დედაქალაქი), 103 ათასი, ნიუ-იორკი, 8.108 ათასი, ბუფალო, 310 ათასი, როჩესტერი, 221 ათასი
- თავისებურებები – ნიაგარას ჩანჩქერი, უესტ-პოინტი (აშშ-ს სამხედრო აკადემია), ქალაქი ნიუ-იორკი (აშენდა XVII ს-ში კუნძულ მანჰეტენზე, აშშ-ს დედაქალაქი 1797-მდე, შედგება 5 კვარტალისაგან: ბრონქსი, მანჰეტენი, ქვინსი, ბრუკლინი, სტეიტენ-აილენდი. ღირშესანიშნაობანი – თავისუფლების ქანდაკება, ემპაია სტეიტ ბილდინგი, 381 მ, გაეროს შტაბ-ბინა, კოლუმბიის უნივერსიტეტი).
- ცნობილი ადამიანები – ჯეიმს ფენიმორ კუპერი, არტურ მილერი, ფრანკლინ და თეოდორ რუზველტები, უოლტ უიტმენი.