ნიუ-ჯერსი
ვიკიპედიიდან
ნიუ-ჯერსი (New Jersey, Nj), შტატი აშშ-ში, მდებარეობს შუა ატლანტიკურ რეგიონში. სახელი – ეწოდა კუნძულ ჯერსის დაცვის სახსოვრად. ნიუ-ჯერსი 1605 წელს კოლონიზებულ იქნა ჰოლანდიელთა მიერ (ახალი ჰოლანდია), 1664 წელს გადაეცა ინგლისს, 1787-დან აშშ-ს შტატია.
- ფართობი - 19,210 კვ.კმ.
- მოსახლეობა - 8,624.4 მცხ. (თეთრი 76 %, აფროამერიკელი 12,9 %, აზიელი 3 %, ლათინურამერიკელი 8,1 %).
- ქალაქის მოსახლეობა - 89 %.
- ქალაქები – ტრენტონი (დედაქალაქი), 85 ათასი; ნიუარკი, 268 ათასი, ჯერსი-სიტი, 229 ათასი, პატერსონი, 150 ათასი.
- ცნობილი ადამიანები – თომას ედისონი, პოლ რობსონი, ფრენკ სინატრა, ვუდრო ვილსონი.
- თავისებურებები – პრინსტონის უნივერსიტეტი, სათამაშო ბიზნესი ატლანტიკ-სიტიში, ედისონის მუზეუმი, უოლტ უიტმენი სახლი კემდენში.